ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეტანილი, რომლებიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. მისივე განცხადებით, გარკვეული საკითხები ცვლილებებში ვერ მოხვდა და ამაზე საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკეთეს განცხადებები.
„ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ცვლილებაა საარჩევნო კანონმდებლობაში შესული და შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება პირდაპირ და ეს რეკომენდაციები არის მაქსიმალურად გათვალისწინებული. გეთანხმებით, რომ არის საკითხები, რომლებიც ამ ცვლილებებში ვერ მოხვდა და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკეთეს განცხადებები. მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში მეტი გამჭვირვალობის შემოტანა“, - აცხადებს თამარ ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, მუშაობას მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები პანდემიის პირობებში.
უკვე ცნობილია, რომ მათ მიღებულ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, საერთაშორისო პარტნიორების აზრით მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში.